logo
ENG



"გაჩუმდი!" ზომბი დემოკრატია - დროება

12 თებ 202321:00
3 წუთის საკითხავი
 

რა მოვუხერხოთ ჟურნალისტებს, თუ მათი კრიტიკული კითხვები არ მოგვწონს, კითხვების დასმა უნდა ავკრძალოთ - ასეთია ქართული ოცნების ლოგიკა და მართვის სტილი. ოლიგარქის ხელისუფლება, რომელიც ყველა კრიტიკულ მედიას და მის დამფუძნებელს სასამართლოს ხელით ან მოძალადე ჯგუფების დაუსჯელი თარეშით ებრძვის, ცალკეულ ჟურნალისტებთან ბრძოლაზე გადავიდა და აპირებს, რომ კითხვის მეორედ შებრუნების შემთხვევაში მათ პარლამენტში შესვლა აუკრძალოს. თუმცა, როგორც სხვა ყველაფერს, ამასაც დემოკრატიით ფუთავს და ამბობს, რომ დასავლურ ქვეყნებშიც ასეა. სინამდვილეში, ამას ბევრად უფრო ღრმა საფუძველი აქვს, ვიდრე უბრალოდ ოცნების დეპუტატების დისკომფორტია. ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის შიგნით დასავლური დემოკრატიის ყველა მოკავშირე დაასუსტოს - მედია, არასამთავრობოები, ოპოზიცია. სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც დამორჩილებული აქვს. კრიტიკული კითხვების აკრძალვა გააზრებული არ გვქონდა, რომ პროტესტის აკრძალვაც დაგვაწიეს, არტისტ სანდრო სულაბერიძეს, რომელმაც გამოფენაზე საკუთარი ნახატი ჩამოხსნა და კედელზე წარწერა გააკეთა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა